ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ გახდა «ქართული სახლი» ლიდერი კომპანია
24 სექტემბერი, 2016

„ქართული სახლი“ეს არ არის რესტორანი, სადაც უბრალოდ ლამაზი და გემრიელი კერძებით გიმასპინძლდებიან, აქ კომფორტული გარემოა და მაღალი ხარისხის მომსახურება. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვემსახურებით და პოპულარიზაციას ვუწევთ ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს, საუკუნოვანი სტუმარ–მასპინძლობის ტრადიციას. ასევე ვეწევით საუკუნეების წინანდელი კერძების პოპულარიზაციას და მათ ავთენტურობას ვინარჩუნებთ.  „ქართულ სახლში” მოსული ადამიანი ხელოვნური ქუჩით ხვდება მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში, გადმოკიდებული აივნიანი ძველი თბილისის მყუდრო ეზოში,  სადაც თონეში ცხვება პური, შენს თვალწინ მზადდება ხაჭაპური და მწვადი.  მთელს პერიმეტრზე დაბალ ხმაზე ისმის ცნობილი ქართველი კომპოზიტორების პოპულარული სიმღერები. თქვენ ღიმილით გემსახურებიან დახვეწილი,      ეტიკეტის მცოდნე მიმტანები.  ეს ყველაფერი ლამაზ და დახვეწილ გარემოში ხდება სადაც დეკორის ელემენტებად თბილისური აივნების ორნამენტებია გამოყენებული. ქართულ სახლს აქვს სამი ძირითადი დარბაზი: „ცენტრალური“, „ვიპი“და „ტიფლისი“ ასევე ძველ თბილისის სტილში გადმოკიდებული აივნებით“ ეზო„ და  „ ინდივიდუალური აპარტამენტები“ .   სტუმრებს სხვა და სხვა დარბაზში სხვადასხვა სტილის დიზაინს და მუსიკალურ პროგრამას ვთავაზობთ.

ჩვენ ვართ  „ქართული სახლი“ , აქ თავმოყრილია ყველაფერი ის რითაც ქართველები თავსვიწონებთ და სტუმრის კომფორტისთვის არის შექმნილი.

უკვე პოპულარული ბიზნესის გაფართოებას თუ გეგმავთ?

სარესტორნე ბიზნესი მუდმივად მზარდი, დინამიური ბიზნესია.  ჩვენი მიზანია  10 წლის შემდეგ ისევ მაღალი კლასის რესტორნის სტატუსი გვქონდეს და „ქართული სახლის“ ფილიალები არა მხოლოდ საქართველოში არამედ საზღვარგარეთ იყოს ცნობილი. გვინდა  „ქართულ სახლს“ ,როგორც მაღალი კლასის რესტორანს აღიარება და ჯილდოები საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და ორგანიზაციების  მიერ ჰქონდეს მინიჭებული. ასევე გვინდა  საერთაშორისო სერტიფიკატის მინიჭება შეგვეძლოს ჩვენს სფეროში მომუშავე  პერსონალისთვის, რომლებიც “ქართულ სახლში“ გაივლიან გადამზადების კურსს და ჩვენს მოწონებას დაიმსახურებენ.

გაქვთ, თუ არა რამე აღიარება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ?

 მიმდინარე წელს „ქართული სახლი“ Golden brand” 2015 გახდა. საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ დაფუძნებული ეს ჯილდო სწორი მენეჯმენტის, მაღალი ხარისხის მომსახურებებისა და საზოგადოებაში მაღალი ცნობადობის გამო მივიღეთ. გასულ წელს საქართველოში ჩატარებულ „ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალზე“ კომპანიამ მიიღო ჯილდო ნომინაციაში „ ლიდერიკომპანია“

ამის გარდა გვაქვს ჯილდოები მიღებული სხვა და სხვა კონკურსებში, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მედია საშუალებებთან.

სისტემატიურად ვიღებთ ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატს, რაც ადასტურებს ობიექტის სანდოობას და საკვებისა შენახვასთან დაკავშირებული ნორმების დაცვასა და მომხმარებლის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ სამთავრობო დელეგაციებსა და უცხოელ დიპლომატებს. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალი კლასის რესტორნისთვის აუცილებელ სტანდარტებს. ყველაზე დიდი ჯილდო კი ჩვენთვის კმაყოფილი მომხმარებელია.

 

გვიამბეთ მოკლედ რა დაბრკოლებები გხვდებათ ტურიზმის სფეროში და გაგვაცანით თქვენი ხედვა ამ პრობლემებიდან გამოსავლის თვალსაზრისით?

ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლამდე  ჰქონდეთ ინფორმაცია  იმ ობიექტების შესახებ ,რომლებსაც უნდა ესტუმრონ და ეს ინფორმაცია იყოს ობიექტური.  ასევე მნიშვნელოვანია რესტორნების შეთავაზებისას შერჩეული იყოს კარგი რეპუტაციის მქონე ობიექტები,  სადაც ნაციონალური კერძები სუფთა გარემოში მზადდება, მომსახურება დახვეწილი, გარემო კი კომფორტულია. ვფიქრობ აუცილებელია უფრო აქტიური თანამშრომლობა ტურისტულ კომპანიებსა და  რესტორნებს შორის, რათა ტურისტული კომპანიების შეთავაზებები და რესტორნების მომსახურეობები  სტუმრის  მაქსიმალური კომფორტისთვის იყოს გათვლილი. ბევრი კმაყოფილი სტუმარი კი უფრო მეტად გაზრდის ტურისტების რაოდენობას.

რას ფიქრობთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებ?

ძალიან კარგია,რომ სხვადასხვა ნომინაციებში შემოსულ განაცხადებს საერთაშორისო დონის ექსპერტები შეაფასებენ და ასევე მნიშვნელოვანია ,რომ კონკურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული კომპანიები უჭერენ მხარს. მსგავსი მასშტაბების კონკურსები კომპანიებისთვის სტიმულია უფრო მეტი სიახლე შესთავაზონ მომხმარებელს, უფრო საინტერესო და მიმზიდველები გახდნენ  როგორც ადილობრივ ისე უცხოურ ბაზარზე და ბევრი საინტერესო პარტნიორი კომპანია შეიძინონ.

როგორ შეაჯამებდით 2016 წლის ტურისტულ სეოზნს?

„ქართული სახლი“ აქტიურად მასპინძლობს უცხოელ სტუმრებს, დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი მუსიკალური პროგრამა და ნაციონალური ცეკვები. ქვეყნის სტუმრები მუდმივად გამოხატავენ აღფრთოვანებას ჩვენი გემრიელი ლამაზად გაფორმებული კერძებით, კომფორტული გარემოთი, ლამაზი ინტერიერითა და დახვეწილი მომსახურებით. სტუმრისთვის განკუთვნილი კითხვარით  მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას რა მოსწონს სტუმარს და  რაზე ამახვილებს ყურადღებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წლის ტურისტული სეზონი წარმატებული იყო ჩვენთვის.  სურვილი გვაქვს უფრო მეტად გაგვიცნოს  უცხოელმა მომხმარებელმა და ბევრი კმაყოფილი სტუმარი აღფრთოვანებით საუბრობდეს ქართულ ტრადიციებსა და დახვეწილ სტუმარ–მასპინძლობაზე.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.