ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუა საუკუნეების მეფური გარემო ქალაქის ცენტრში - «ხარჩო» მაღალი ხარისხის ქართული რესტორანი
30 მაისი, 2018

თუ გსურს დააგემოვნო უგემრიელესი კერძები, ორიგინალურ და სასიამოვნო გარემოში მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიო „ხარჩოს“, გუდიაშვილის 18 ნომერში.

„ხარჩო“ მაღალი ხარისხის რესტორანია ქალაქის ცენტრში, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული და განსხვავებული ინტერიერით.

რესტორნის კედლები სპეციალურად „ხარჩოსთვის“ 8 თვე მზადდება გამომწვარი ხისგან, ისევე როგორც ავეჯი. ამ რესტორანში არა მხოლოდ ავეჯი და კედლები, არამედ ერთ-ერთი მთავარი დეტალი, მაქმანებიანი წითელი ქსოვილია, რომელიც მთავარ დასაჯდომებზეა გამოყენებული, სპეციალურად „ხარჩოსთვისაა“ დამზადებული ლონდონში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ ყველაფერი ხელნაკეთი და უნიკალურია.

გარემოს კიდევ უფრო საუცხოოსა და მყუდროს ქართული ტრადიციული დეტალები ქმნის, რომელიც მრავლადაა კერძებსა და ჭურჭელში. ასევე მომსახურებაც ნამდვილი ქართულია.

ინტერიერს საოცრად ერწყმის დახვეწილი და ჰარმონიული მუსიკა. „ხარჩოში“ სტუმრების სიმრავლის შემთხვევაში, ტრიო მოდის, რომელიც ძალიან ოჯახურ და სუფრულ გარემოს ქმნის.

ინტერიერს და კარგად შერჩეულ მუსიკას უგემრიელესი კერძები აგვირგვინებს. მენიუ საგულდაგულოდ შერჩეული და განსაკუთრებული სიყვარულითაა დამზადებული  გამოცდილი ქართველი შეფ-მზარეულის მიერ, რომელიც ყოველი სტუმრის გემოვნებასა და სურვილებს კერძებში ითვალისწინებს.

აქ მორთმეული ყველა კერძი ადგილზე მზადდება, დაწყებული მჟავის ასორტიდან, დამთავრებული მურაბით თუ დესერტით.

ამ ადგილის გამორჩეულობა მის უგემრიელეს ხარჩოშია. აქ 3 ტიპის ხარჩო მზადდება: საქონლის, ინდაურის და კრევეტის.

ხარჩოს განსაკუთრებულ გემოსა და არომატის ბოლომდე შეგრძნობაში უნიკალური ღვინო დაგეხმარებათ, ამ უნიკალური ღვინის „პოვნა“ და დაგემოვნება კი „არტ ჰაუსში“ ძალიან მარტივად შეგიძლიათ, რადგან ადგილზე ღვინის დიდი არჩევანია, რაც ცნობილი სომელიე ნიკა აღდგომელაშვილის დამსახურებაა. აქ ისეთ ღვინოებს ნახავთ, რომელიც ბაზარზე არ იყიდება.

ტურისტებისთვის ისევე როგორც ადგილობრივისთვის ეს ადგილი ტოვებს შუა საუკუნეების მეფურ გარემოს შთაბეჭდილებას. დაგვერწმუნეთ, მსგავსს თბილისის ცენტრში ვერ შეხვდებით!

ასე რომ ისღა დაგრჩენიათ თავად ესტუმროთ ამ არაჩვეულებრივ ადგილს და დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები!

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.