„მეღვინეობა ხარება“ ჭადრაკის პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს - კომპანია საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება
ჭადრაკში ყველაზე მაშტაბური მოვლენის დაწყებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება, საჭადრაკო ოლიმპიადა სპორტის ამ სახეობაში ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომლის მასპინძლობაც ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი პატივია. წელს რიგით 43-ე ოლიმპიადა საქართველოში, ბათუმში გაიმართება.
ჩვენმა ქვეყანამ ამ ტურნირის ჩატარების უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ანსამბეაზე მოიპოვა, სადაც დელეგატთა მხრიდან 93 ხმა მიიღო და უშუალო კონკურენტს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანს 35 ხმით აჯობა.
ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.
ამ მნიშვნელოვანი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი კომპანია „მეღვინეობა ხარება“ იქნება, როგორც კომპანიაში travalingeorgia-სთან აცხადებენ, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობა მათთვის დიდი პატივია. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი მასშტაბის ოლიმპიადა მათ შესაძლობლას მისცემს, რომ კიდევ მეტ ადამიანს გააცნონ ქართული ღვინო.
„43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიდა საქართველოში ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჭადრაკი ინტელექტუალური სპორტია, საქართველოში ბევრი წარმატებული მოჭადრაკე გვყავს და საჭიროა ამ სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარება და პოპულარიზაცია.
ღვინო ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ამიტომ საჭადრაკო ოლიმპიდა საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ქართული ღვინო”, - აცხადებენ კომპანიაში.
ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობის კუთხით “მეღვინეობა ხარება” არა მხოლოდ ოლიმპიადაშია ჩართული, არამედ სპორტის ამ სახეობაში სხვადასხვა აქტივობებშიც მონაწილეობდა.
მაგალითად, 31 ივლისს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ „მეღვინეობა ხარებას“ მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიება ჭადრაკისა და ღვინის სინთეზს წარმოადგენდა, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის. ნონა გაფრინდაშვილსა და ზურაბ აზმაიფარაშვილს შორის გამართულმა შეჯიბრმა, რომელიც ღვინის ჭიქებით გაიმართა ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.
კომპანიაში რომ საკმაო პოპულარობით სარგებლობს ჭადრაკი, ამას კიდევ ერთხელ ის უსვამს ხაზს, რომ 23-24 ივნისს გამართულ საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატის გამარჯვებული „მეღვინეობა ხარება“ გახდა.
შეჯიბრის ფარგლებში 9 ტური გაიმართა, სადაც 22 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, თითო გუნდი 4 მოთამაშისგან შედგებოდა. მეღვინეობა ხარებას გუნდმა პირველ დღეს 4 ტურნირიდან 3 მოიგო, ხოლო ერთი ფრე ითამაშა, მეორე დღეს კი 5 ტურნირიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ამ გამარჯვებით გუნდმა საპრიზო ფონდი და პარიზში ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
კომპანია მომავალშიც გეგმავს ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
www.travelingeorgia.ge