ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დრბო
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა, ამაღლებულ ფერდობზე და მდინარე შუშის ხეობის დაბლობ ნაწილში. ჩრდილო-ეთით ესაზღვრება მდინარე კვანთისწყლის ხეობა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და სატყეო მეურნეობის ტყის მასივი. სამხრეთით_სოფელი ჭალა, შემდეგ მდინარე ყვირილის ხეობა, სოფელი სპეთი, ხოლო სამხრეთ_აღმოსავლეთ ნაწილში სოფელი დარყა. დასავლეთით_მდინარე შუშის ხეობა და სოფელი ჭალა, ხოლო აღმოსავლეთით_სატყეო მეურნეობის ტყის მასივი და ტყის ზოლით სოფელი ჯრია.

ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ სოფელი დრბო ვრცელდება ტყის ჩათვლით დაახლოებით 3 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლე-თისაკენ _ საშუალოდ 4_4,5 კმ-ზე, სოფლის ყველაზე დაბალი ადგი-ლია მდინარე ყვირილის ხეობაში, სოფლის სამხრეთ ნაწილში. ზ.დ. 550 მეტრი, ხოლო უმაღლესი წერტილია (ტყის ზოლის ჩათვლით) მთა ზოსწვერი 1070 მეტრი, (მდ.მდ. ყვირილისა და კვანთისწყლის წყალგამყოფი), სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 600 მეტრია.

ტოპონიმი ,,დრბო’’ მზიან, მყუდრო ადგილს უნდა ნიშნავდეს, რაც, მის მდებარეობასაც შეესაბამება.

დრბო შედის ჭალის თემში. მანძილი  ცენტრამდე 2 კმ. ხოლო მანძილი საჩხერემდე 12კმ.-ია, სოფლის ფართობი შეადგენს 750 ჰექტარს. სოფელში ცხოვრობს  კომლი, სული მაცხოვრებელით, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი 148 მაცხოვრებელი იყო.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია მემინდვრეობა და მეცხო-ველეობა, სოფელში რაიმე სახელმწიფო დაწესებულება არ არის, მოსახლეობა სარგებლობს სოფელ ჭალაში არსებული დაწესებულებებით.

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია შურთის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, დრბოს ყოვლაწმინდა, მთაწმინდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ლომაურის სალოცავი (ამჟამად ნანგრევები), საელიო მთა, სადაც იმართება ქრისტიანულ დღესასწაულს ,,ელიობას’’. სოფელ დრბოში არის ბარიტის საბადოს რესურსი.   

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.