ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბერთუბნის მონასტერი
კახეთი

ბერთუბნის მონასტერი — დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი. დაარსებულია XII საუკუნეში. აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო, რომელთა კედლებიც შემკულია XIII საუკუნის დასაწყისის მხატვრობით: გამოსახული არიან თამარ მეფე და ლაშა გიორგი, სატრაპეზოში ძირითადად ტრაპეზის თემაა გადმოცემული. აქვეა ეპიზოდი დავით გარეჯელის ცხოვრებიდან — „ლუკიანე წველის ირმებს“, ეს მოხატულობა მხატვრობის გარეჯის სკოლის განვითარების მწვერვალია; ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად მათში მკაფიოდ აისახა აყვავების ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ზოგადი თავისებურებანი. მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს.

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.