ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჭერმის წყალსაცავი
კახეთი

ჭერმის წყალსაცავი მდებარეობს გუირჯაანის მუნიციპალიტეტში. მდ.პატარა ვეტის ხეობაში.აქ ადრე ბუნებრივი ტბა არსებობდა და 1983 წლის გაზაფხულზე წყლით შეავსეს მელიორაციისა და წყალმომარაგების მიზნით. თავდაპირველად მისი ფართობი 12 ჰა იყო,დღეისათვის კი 7 ჰა-ია.მისი მაქსიმალური სიღრმე პირვანდელი პროექტით 27 მეტრი იყო, თუმცა იძახიან,რომ 50-ზე მეტია შუაშიო. 4-5 კილომეტრითაა დაშორებული სოფ.ჭერმიდან, ხოლო სოფ.ველისციხიდან 18 კმ-ით.

 სამწუხაროდ იმდენად უცხო და ველური ტბაა,რომ გუგლიშიც კი არ არის მისი სურათები  მაგრამ ისეთი საოცარი ადგილია,რომ სურათით მაინც ვერ შეიქმნით შესაფერის შთაბეჭდილებას. ყველა დამეთანხმება,ვისაც კი უნახავს ეს ტბა,თუ როგორი უნიკალურია და როგორ გამოირჩევა სხვა ტბებისგან თავისი ველური ბუნებით.ჭერმის წყალსაცავის ირგვლივ არსებული ბუნება ნამდვილი წალკოტია და ტურისტული თვალსაზრისით მისი ათვისება საკმაოდ პერსპექტიულიც.ერთი მისასვლელი აქვს ფილების მხრიდან,საიდანაც მთლიანად ჩანს ტბა,ჩემი აზრით ზუსტად ამ ფილებზეა იდეალური პოდის დადგმა,რადგან მთელი ტბა თქვენს ხელში იქნება და რადგან ფილები წყლისგან სიმაღლეზეა,ხელს შეგიწყობთ შორ მანძილზე დაკვებაში და სატყუარის ჩაგდებაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია,რომ "ზაცეპები" თითქმის არ არის,ყოველშემთხვევაში ფსკერული თევზაობის დროს ანკესი არ გამჭედვია. არ იფიქროთ,რომ მხოლოდ კარპოვებისთვისაა იდეალური ტბა, არის პატარა ყურეები ტივტივით სათევზაოდ. ფიდერის მოყვარულთათვის ხომ საუბარიც არ მაქვს... რა ჯობია იმას,როდესაც კარგ ეგზემპლარებს იჭერ და უცებ ველური საზანი აღმოჩნდება თქვენი ძუის ბოლოში. გარშემო სულ ტყეა,მხოლოდ შეიძლება ბოლოში დაინახოთ ჩამდინარე პატარა მდინარე.არანაირი დენის მავრთულები,არანაირი ზედმეტი ხმაური,გარდა ბუნებაში მცხოვრები არსებებისა.არც ტელეფონი არ იჭერს,ვინმე რომ ძაანაც ეცადოს ვერ შეგაწუხებთ,მხოლოდ ღამე ტურების ყმუილი თუ გაგაღვიძებთ,რაც ერთის მხრივ სასიამოვნოა მხოლოდ ერთი "ბინაა" ახლოშივე,სადაც საქონელი ყავთ მწყემსებს.

სხვა ტბებისგან განსხვავებით აქ ვერ ნახავთ დაყრილ ნაგავს, რადგან იქაური სოფლელების გარდა თითქმის არავინ სტუმრობს მას. თუმცა შეიძლება უამრავი მსხვილი დიამეტრის ჩაწყვეტილი ძუები შეგხვდეთ, რადგან იყო დრო,როდესაც იმხელა ჭანრები, კარპები და კობრები ცხოვრობდნენ ამ ტბაში, რომ იქაური მოსახლეუბოსთვის მათი ხელით დაჭერა შეუძლებელი იყო.ამის გარდა საკმაოდ კარგი ზომის ოქროსფერი კარჩხანა,ხრამული და წვერაც დამიჭერია.არაერთხელ მომისმენია ამბავი ჩემი სოფლის(ვერხვიანი) მეთევზეებისგან ამ თემის შესახებ. თურმე  ცდილობდნენ  პიანინოს ძუით დაეჭირათ ეს არსებები,რადგან სხვა ყველაფერს უწყვეტავდათ,მაგრამ ნაპირზე გამოყვანილი ხშირად გაქცევიათ,რადგან ამოსაყვანი ბადე არ ჰქონდათ იმ დროს. რათქმაუნდა ბრაკონიერებისთვის ამ ტბის დაპყრობა პრობლემა არ იქნებოდა და როდესაც გაიგეს,რომ ამხელა თევზები იყვნენ ამ ტბაში დინამიტი ჩაუგდიათ,მაგრამ მსხვილი თევზი საერთოდ ვერ უნახავთ, მეორე დღისით ასულან და მთელი ტბა გადათეთრებული ყოფილა უზარმაზარი თევზებით.ეს ათეულობით წლის წინ მოხდა და არ გეგონოთ,რომ თევზი გაწყდა.არ ვიცი თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ეს ამბები,მაგრამ ჩემი თვალით მინახავს,დაახლოებით 80სმ-ის ხელა თევზები როგორ ხტუნაობდნენ.

  2010 წლის 22 აპრილს მოხდა სოფ.ველისციხიდან მოსახლეობის ევაკუაცია, წყალსაცავის მოსალოდნელი დაზიანების გამო. ამჟამად წყალსაცავის 50% გასხვისებულია და ეკუთვნის შპს“ჭერმის პროდუქტებსა“ და შპს“კაჭრეთის პროდუქტებს“.  2010 წელს, წყალსაცავის დაშრობისას დიდი რაოდენობით თევზი გაიძარცვა ,რადგან იმდენად გაივსო წვვიმებით,რომ მისი გაშვება მოუწიათ ხეობაში და იქ აღმოჩენილი თევზი მოსახლეობამ "ჩუმ-ჩუმად" წაიყვანა. ჭერმის წყალსაცავის წყლის მიერ ინტენსიურმა სიღრმითმა ეროზიამ დააზიანა იქ არსებული ტექნიკური ნაგებობები და დახრამა ის ნაწილი, სადაც მუდმივად მიედინებოდა წყალი. 2010 წელს ახალი მილები გააკეთეს, საიდანაც ხდება ამ წყლის გამოდინება. რაც არ უნდა, ინტენსიურად მომხდარიყო ინტენსიური სიღრმითი ეროზია, მხოლოდ 10 მეტრის სიღმეზე იყო შესაძლებელი კალაპოტის დაღრმავება, ვინაიდან უკვე დედაქანამდეა დასული, რომელიც მეტამორფული ქანებით არის წარმოდგენილი. წყალსაცავიდან რაც არ უნდა ძლიერი ნაკადით დაცლილიყო წყალი, მაინც ვერ შეუქმნიდა საფრთხეს სოფ.ველისციხეს, რადგან ჯერ ერთი რომ ხეობაში არსებული მცენარეული საფარი შეაკავებდა და წინააღმდეგობას გაუწევდა და მეორეც, მდ.ჭერმისხევის კალაპოტში თავისუფლად მოთავსდებოდა და გაიშლებოდა, მისი მაქსიმალური წყლის ნაკადის სიმაღლე 60 სანტიმეტრს ვერ გადააჭარბებდა.

  არ გეგონოთ,რომ ამის მიუხედავად რამე პრობლემა იქნება ამ ტბაზე სათევზაოდ. არავინ კრძალავს თევზაობას,მითუმეტეს პატიოსანი მეთევზეებისთვის.2011 წელს ავედით შესამოწმებლად და კარგად ვიჭირეთ. მიუხედავად იმისა,რომ ახალი "დაცლილი იყო ტბა. სინამდვილეში 1სმ-იც არ აკლდა მის ბუნებრივ სიღრმეს, უბრალოდ როდესაც დაცალეს, მხოლოდ ზედმეტი წყალი გამოუშვეს,თავისი არაფერი . რათქმაუნდა ჩემი კარპზე თევზაობის არანაირი გამოცდილების გამო,მაგ დროს არანაირი მცდელობა არ მქონია კარპის დაჭერის,მხოლოდ "კამიშებში" კარჩხანას და წვერას ვიჭერდით. მაგრამ რადგან დავიწყე ამ სფეროში გარკვევა და ინვენტარი თითქმის შევავსე, ვიფიქრე ამ ტბას გავაცნობ უფროს მეგობრებს და ერთხელაც პირადად გავიცნობ და ერთად გამოვცდით ჩვენს შესაძლებლობებს ველურ წყალსაცავზე.

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.