ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დავითის ლავრა
კახეთი

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში დავით გარეჯელის მიერ. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.). გამაგრებულია გალავნითა და საგუშაგო კოშკებით. ეკლესიები, განდეგილთა სენაკები, საერთო საცხოვრებელი სამლოცველოთი ან სატრაპეზოთი, აგრეთვე საჯინიბო, საწყობები და სხვა. სათავსები ძირითადად მღვიმეებშია მოთავსებული. მთის მასივში ხელოვნურად გამოკვეთილია წვიმის წყლის შესაგროვებელი სისტემა, წყალმიმღბი ღარები. ერთ-ერთ მღვიმეში წვეთ-წვეთობით გროვდება წყალი, ლეგენდის მიხედვით - "დავითის ცრემლი".

 

  • Чубинашвили Г. Н., Пещерные монастыри Давид-Гареджи, Тб., 1948;
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  • საღარაძე შ., ქსე, ტ. 3, გვ. 340, თბ., 1978
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.