ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ლეგენდა ბოდბის მონასტერზე
კახეთი

მასშემდეგ რაც მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, წმ. ნინო ბოდბეში დასახლდა და განაგრძო მოღვაწეობა. წმინდანი აქვე აღესრულა. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, ქრისტეს კვართის ახლოს მოისურვა მისი დაკრძალვა და ბოდბედან გადასვენება. გადმოცემის თანახმად ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმინდანის მცირე სარეცელს და იქვე ბოდბეში დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათი დღე გლოვობდა `სიობლესა თვისსა~. საფლავთან დიდძალი ხალხი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა. პირველი ტაძარი წმ. ნინოს ლუსკუმზე, `ფრიად დიდი~ და `ყოვლითა სამკაულითა~ შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: `შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმ. ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი,~ მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივის ღირსი იყო ეს ადგილი.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.