ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
პატარძეული
კახეთი

გარე კახეთის ამ სოფელში ძველი ნაგებობებიდან დღემდე მოღწეულია ორი კოშკი და ერთი ციხის ნანგრევი. კოშკების ბანიდან კარგად მოჩანს თბილისი. საჭიროების შემთხვევაში აქ დანთებული კოცონით ატყობინებდნენ თბილისს მტრის შემოსვლას. პატარძეულის კოშკთაგან ერთი სოფლის გარეთაა, მეორე სოფლის შიგნით შიგნით, ბილანიშვილების უბანში.  ცილინდრული ნაგებობაა,  ოთხსართულიანია, მეხუთე ქონგურიანი ბანია. კოშკს შესასვლელი მხოლოდ მეორე სართულზე აქვს. აქედან ქვედა და ზედა სართულებზე კავშირი კედლის კიბეებით მყარდება. მეოთხეს გარდა სართულებს კამაროვანი (გუმბათოვანი) გადახურვა აქვს.

ბანზე სათოფურებთან ერთად ნისკარტა სალოდეებიცაა. კოშკი არ არის დათარი¬ღებული, მაგრამ ყველა ელემენტი XVIII საუკუნის შუა ხანებზე მიუთითებს. პატარძეულშია დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი.
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.