ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მდინარე იორი
კახეთი

იორი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან, ზღვის დონიდან 2600 მ. ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (ადრე უერთდებოდა მდინარე ალაზანს). იორის სიგრძე 320 კმ-ია, აუზის ფართობი — 4650 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 12 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 43 კმ-ში), საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით. იორის შენაკადებია: მარცხ. — საგომაგომბორიორვილილაფიანხევი; მარჯვ. — ხაჩრულაქუსნოაძეძიგორანა და სხვ. ქვემო დინებაში აქვს დროებითი შენაკადები.

იორზე აგებულია მარეგულირებელი სიონის წყალსაცავი. იორის წყლით შეიქმნა თბილისის წყალსაცავი(„თბილისის ზღვა“). ივრის წყლით ირწყვის 90 ათ. ჰა-ზე მეტი ფართობი ივრის ზეგანზე. მდინარეზე აგებულია რამდენიმე სარწყავი სისტემა, რომელთაგან მთავარი სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები.

შუა საუკუნეების ქართული წყაროები იორს უწოდებენ „მცირე ალაზანს“.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.