ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თუშეთის დაცული ტერიტორია
კახეთი
თუშეთის დაცული ტერიტორიები ჩრდილოეთ საქართველოში, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ფედერაციასთან (დაღესტანთან და ჩეჩნეთთან) არსებულ სასაზღვრო ზოლში, ქ.თბილისიდან 250 კმ-ზე მდებარეობს. იგი სამი კატეგორიის დაცული ტერიტორიისგან  სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნულ პარკისა და დაცული ლანდშაფტისაგან შედგება. დაცული ტერიტორიები მთლიანად მოიცავს თუშეთს  საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და განუმეორებელ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას. მისი საერთო ფართობი 1220 კმ2-ს აღემატება (საქართველოს ტერიტორიის 1,7%, ხოლო კავკასიის  0,3%).
თუშეთის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვ­ნება, ვერტიკალური სარტყლურობა და კარგად გამოხატული ბუნებრივი ბარიერები განაპირობებს ცოცხალი სამყაროს როგორც სახეობრივ მრავალფეროვნებას, ისე უნიკალურობას და ენდემიზმს. როგორც რაოდენობრივი, ისე სახეობათა ხვედრითი წილით, თუშეთი მთელ კავკასიაში გამოირჩევა. აქ მთელი რეგიონის ენდემების 1/5-ია წარმოდგენილი. 
ენდემური სახეობებიდან, რომლებიც თუშეთშია გავრცელებული, გვხვდება: თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა (ჩამპანულა), დათვისთხილა, შროშანი (ანცრატიუმ), თუშური ასკილი (ღოსა ტუსცჰეტიცა), შავი ანუ რადეს არყი (ეტულა რადდენა), ღვინა (რიტილლარია ცაუცასიცა), ფურისულა (რიმულა ჯულიაე) და სხვა.
თუშეთში გგხვდება ფაუნის 200-მდე სახეობა, რომელთა უმეტესობა ფრინველია. აქაა არაერთი ენდემიც, კერძოდ, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი და ნიამორი, კავკასიური შურთხი და კავკასიური როჭო. ტყეში ბევრია შველი და გარეული ღორი, გვხვდება მგელი და მურა დათვი.
თუშეთი გამოირჩევა ისტორიულ-არქიტექ­ტურუ­ლი ძეგლების, ხალხური რეწვის, ტრადი­ცი­ებისა და ეთნიკური კულტურის, სოფლის მეურნეობის (განსაკუთრებით მეცხოველეობის) სპეციფიკითა და განუმეორებლობით. 
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.