ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
აჭარული ღვინის სახლი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

აჭარული ღვინის სახლი
კატეგორია: ღვინის მწარმოებლები და მარნები
რეგიონი: აჭარა
მისამართი: ხელვაჩაური, ხელვაჩაური, სოფელი აჭარისწყალი
ტელეფონი: +995577214002
ვებ-გვერდი: http://www.awh.ge
2664



აღწერა

აჭარული ღვინის სახლი ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის დეკემბერში, იგი მოიცავს ღვინის ქარხანასა და რესტორანს. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ადგილობრივად ნაწარმოები ღვინო, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, ასეთია ვარდისფერი ჩხავერი. ასევე აჭარული საქეიფო ქვევრის და რქაწითელი ცოლიკაურის კუპაჟი.

 

ჩხავერის მოსავლის აღება ხდება პირველი ყინვის შემდეგ,  ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ეს ყურძენი მოდის ძალიან ცოტა რაოდენობით, შესაბამისად ღვინის წარმოებაც ყოველწლიურად მხოლოდ 5000დან 7000 ბოთლამდე მერყეობს.

დასახელება პორტო ფრანკო უკავშირდება ბათუმის რუსეთ-თურქეთის ომის დროინდელ ისტორიას, ამის შემდეგ ბათუმს უწოდებდნენ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას იგივე „პორტო ფრანკოს.“

ჩხავერის ღვინის ბოთლისა და ჭაჭის ბოთლის ეტიკეტზე დატანილი რიცხვი 41,3 აღნიშნავს ბათუმის გრძედისა და განედის ზომას რომლებიც ერთმანეთის ტოლია.

ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი ასევე მაღალმთიანი აჭარის ვაზის ჯიშს მიეკუთვნება, მას ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისგან ვყიდულობთ, ხოლო რქაწითელის ჯიშის ყურძენი ჩამოგვაქვს კახეთიდან. ამ ორი ყურძნის შერევით ვამზადებთ კუპაჟს.

დანარჩენი წითელი ღვინოები, რომლებიც წარმოდგენილია ჩვენს რესტორანში ჩამოგვაქვს კახეთიდან. ისინი ნაწარმოებია ჩვენი პარტნიორი კომპანია „ტოლიბაშის“ მიერ.

პროფილი დაამატა ეთუნა ჩუმაშვილმა



პროდუქცია


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


მდებარეობა
The Circle


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.