რესტორანი ბარაკონი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით (ავტორი ქ-ნ ნათია კარიაული, 2008 წლის საუკეთესო ინტერიერის დიზაინერი) დარბაზების სიმრავლითა და მრავალფეროვანი მენიუთი, უმაღლესი დონის მომსახურებით, გემოვნებით შერჩეული სადღესასწაულო გაფორმებით, სასიამოვნო ცოცხალი მუსიკით, მოსახერხებელი ავტოსადგომითა და რა თქმა უნდა, უგემრიელესი კერძებით.
განსხვავებული მასშტაბისა და ინტერიერის მქონე დარბაზები აკმაყოფილებს სტუმრის ნებისმიერ მოთხოვნას. მენიუს ასორტიმენტშია როგორც ტრადიციული, ასევე ინდივიდუალური ხელწერის საფირმო კერძები.
დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენებური მასპინძლობა შეფ-მზარეულის იმპროვიზაციებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია პორციის შთამბეჭდავი ზომა და ქართულ პირის გემოზე მოყვანილი ევროპული კერძები არაჩვეულებრივი გაფორმებით, ასევე გთავაზობთ ოჯახურ სადილს, ლანჩ-მენიუს, თან-წაღების სერვისს.
რესტორანში დაცულია სისუფთავის, სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმები. სამზარეულო მოწყობილია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„ბარაკონი“ ჩინებული არჩევანია საქმიან-მეგობრული, სადღესასწაულო შეხვედრებისთვის.
ნაღდი ანგარიშსწორება
კარტით ანგარიშსწორება
პარკინგი
ინტერნეტი
მწეველთა/არამწეველთა დარბაზები
წვეულებების მოწყობა
ინდივიდუალური დიზაინით მაგიდების გაფორმება
დღესასწაულების დაგეგმვა / განხორციელება