ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სასტუმრო ემიგრანტი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

სასტუმრო ემიგრანტი
კატეგორია: 4 * სასტუმროები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, ვაშლოვანის ქუჩა № 6
ტელეფონი: +995 599 02 66 44
ვებ-გვერდი: http://www.emigrantboutique.ge
1518



აღწერა

„ემიგრანტი“ სულ ახლახანს, სექტემბერში გაიხსნა და უკვე დაიმსახურა სტუმრების ყურადღებაც და მოწონებაც.

სასტუმრო ძველ თბილისში, მე – 20 საუკუნის დასაწყისში აგებული მოდერნის ტიპის ენობაშია განთავსებული. შენობა ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელიც მოგვიანებით რესტავრირდა, თუმცა ძველი იერსახე არ დაუკარგავს. მას სარესტავრაციო სამუშაოები არქიტექტორმა ვაჟა ორბელაძემ ჩაუტარა და დაუბრუნდა პირველადი იერსახე. ფასადისა და შიდა ტერიტორიის განახლებაზე მხატვარმა გია ბუღაძემ იზრუნა და მაქსიმალურად შეუნარჩუნა სიძველის ელფერი, ამასთანავე მოხატა რამდენიმე ოთახის კედლები, სადაც ახლა სასტუმროს ნომრებია განთავსებული.

სასტუმროს მთავარი კარი იუნესკოს სიაში  მოდერნის ტიპის 100 საუკეთესო კარს შორისაა, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ შენობას.

ქალაქში ძალიან იშვიათად შეხვდებით, ასე სისადავითა და გემოვნებით დამშვენებულ ადგილს, სადაც სიძველე ჰარმონიულად ერწყმის თანამედროევეობას და სტუმრებს ასე ამახსოვრებს თავს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს შენობაში დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური ოთახი- მუზეუმიცაა განთავსებული, რომელიც საუკუნოვან ისტორიას უყვება სტუმრებს და გასულ საუკუნეში ამოგზაურებს.

სასტუმროს უამრავ „ღირსებასთან“ ერთად ადგილმდებარეობაც გამორჩეული აქვს. იგი  ტურისტულად სტრატეგიულ ადგილზე, მეტრო რუთაველთან არის განთავსებული, რომელიც გარშემორტყმულია კაფეებით, რესტორნებით, სასტუმროებით, მაღაზიებითადა სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებით.

ტურისტებისთვის ამ სასტუმროში დაბინავება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, რადგან შეუძლიათ ფეხით მოიარონ ქალაქი, ნახონ თბილისის გულში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ადგილი და შეიგრძნონ თბილისის დიდებულება, თავისი ყველა ღირსებით!

ბუტიკური სასტუმრო 3 სართულისგან შედგება, რომელშიც ჯამში 10 ნომერია. „ემიგრანტი“ 20 სექტემბრიდან ზრუნავს სტუმრების კომფორტულ დასვენებაზე და არწმუნებს მნახველებს, რომ თანამედროვეობისა და ისტორიის ჰარმონიული სინთეზი ჯამში იდეალურ გარემოს ქმნის.



ნომრები
ინფორმაცია არ არის


სასტუმროს სერვისები
24 საათიანი მომსახურება
კონსიერჟი
კვება
ოთახის სერვისი
დაცულობა
პლასტიკური ბარათით გადახდა
მისაღები ჰოლი
Wi-Fi


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის



24 დეკემბერი, 2018
კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ძეგლი, მუზეუმი და თან სასტუმრო ერთ სივრცეში ალბათ არ, ან იშვიათად,...


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.