ასოციაცია „Georgia for Friends" დაფუძნდა 2011 წლის 23 მარტს საქართველოში. ასოციაციის მიზანია საქართველოსა და ევროპის, ქართველ და ევროპელ ხალხებს შორის ურთიერთობის, ნდობის, ყოველმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცება.
2020 წლის ივნისიდან ასოციაცია "Georgia for Friends" ოფიციალურად გახდა "ერასმუს+ " ისა და ევროპული სოლიდარობის კორპორაციის წევრი( მონიჭებული გვაქვს კოდი).
ასოციაციის პრიორიტეტებია თანამშრომლობა კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროში.
ასოციაციის პარტნიორები ევროპაში: აზერბაიჯანის სოციალური ორგანიზაცია „MIRAS“, აზერბაიჯანის ტურისტული კომპანია “Heritage Travel”, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, საზოგადოება საქართველო (ქ.თესალონიკი, საბერძნეთი); UET - ტურიზმის ევროპული უნივერსიტეტი (ქ. მილანი, იტალია); „Asociacioniberia Iberia" (ქ. მადრიდი, ესპანეთი); ასოციაცია „LIBELULLA“(იტალია, სიცილია). ფონდი „Humana Mundi.“(პოლონეთი). ასოციაცია“Russki Mir“(იტალია).
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოში: ააიპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი", ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“, შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA, სსიპ მესტიის პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი", სსაიპ N98-ე საჯარო სკოლა, ახალციხის პროფესიულ კოლეჯი "ოპიზარი", სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ტურიზმის აკადემია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,
2011 წლიდან დღემდე ასოციაციას უამრავი პროექტი და პროგრამა აქვს განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით.
ამჟამად მიმდინარე პროექტებია:
• მათეუშ პენიონჟეკი და საქართველო----პოლონური ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში
• მცხეთა- ბაგინეთი ბიენალე-----ბაგინეთის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია
• „სიცოცხლის სახელით“-- მეორე მსოფლიო ომში იტალიაში მებრძოლი ქართველი პარტიზანი-გარიბალდელების ისტორიის კვლევა და მათი ქვეყნისთვის გაცნობა.
• „Grazie Sicilia“---ასოციაციების „Georgia for Friends“და „LIBELULLA“-ს(იტალია, სიცილია)ერთობლივი პროექტი
• "ALTE"(Academic League of Tourism Education - ტურიზმის განათლების საერთაშორისო ლიგა) პროექტის მიზანია, შექმნას ქართველი და უცხოელი პროფესიონალების ბაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება მიაწოდოს მოსწავლესა და სტუდენტს მაღალი ხარისხის განათლება, უზრუნველყოს სასწავლო-საგანმანათლებლო პრაქტიკებით როგორც საქართველოში, ასე მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს,შევქმნათ კვალიფიციური კადრი კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის მიმართულებით.
• პროექტები„გახდი შენი სკოლის და სასწავლებლის გიდი“
• ევროკომისიის პროექტი საქართველოსთვის CLANBET
• საგანმანათლებლო-კულტურული ტური(იტ.ენის კურსი) სიცილიაზე
2011 წლის 1 აპრილიდან დღემდე ასოციაციას მიღებული აქვს:
ქ. პიზის(იტალია) მერიის 2 ვერცხლის და 8 ოქროს მემორიალური დაფა.
დიპლომები, მედლები, სერტიფიკატები და სიგელები.