„დკდ-ბრიჯი“არის 3 ვარსკვლავიანი თანამედროვე ტიპის სასტუმრო,რომელიც თვალშისაცემია ორიგინალური განლაგებით და მდებარეობს ქ.თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უბანში,ცენტრიდან 15 წუთის,ხოლო აეროპორტიდან 30 წუთის სავალ გზაზე. სასტუმრო განლაგებულია სამ სართულზე,აქვს მყუდრო ეზო,სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და მიირთვათ ყავა ან ჩაი,ან ბრალოდ დაისვენოთ. „დკდ-ბრიჯი“გთავაზობთ 38 თანამედროვე ტიპის კომფორტულ ნომერს სრული აღჭურვილობით.ოთახები არის პირველ,მეორე და მესამე სართულზე,ბოლო სართულზე ყველა ოთახს აქვს აივანი.სასტუმროში ფუნქცონირებს ბარი,სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული,ასევე საერთაშორისო კერძები. სასტუმრო „დკდ-ბრიჯი“ცნობილია კრივის სპეციალიზირებული სპორტული კომპლექსით “DKD”,რომელიც უძლიერესია საქართველოს მასშტაბით. სასტუმროში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი,რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შესაძლებლობას გაძლევთ ჩაატაროთ კონფერენციები,სხვადასხვა ტიპის შეხვედრები,მოაწყოთ პროდუქტის პრეზენტაცია და სხვა ღონისძიებები. სასტუმრო “დკდ-ბრიჯში“არის საუნა მასაჟის კაბინეტითა და სამედიცინო პუნქტით,სილამაზის სალონი. სასტუმრო „დკდ-ბრიჯი“გათვლილია ყველა ტიპის სტუმრისთვის.მას სრული შესაძლებლობა აქვს მიიღოს როგორც ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქმიანი პირები,ასევე სპორტული ჯგუფები და დასვენების მოყვარული ტურისტები და შესთავაზოს მათზე მორგებული მომსახურეობის სრული პაკეტი. სასტუმროს შეუძლია 130 კაციანი ჯგუფის ერთდროულად მიღება. „დკდ-ბრიჯი“ცნობილია დაბალი ფასებით საქართველოს მასშტაბით,ხოლო მომსახურეობის მაღალი დონე და მეგობრული პერსონალი უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ დასვენებას.