ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სასტუმრო ვიქტორია
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

სასტუმრო ვიქტორია
კატეგორია: 4 * სასტუმროები
რეგიონი: სამცხე ჯავახეთი
მისამართი: ბაკურიანი, აღმაშენებლი 95
ტელეფონი: +995 596951717 / (+995 0367) 240 355
ვებ-გვერდი: http://www.hotelvictoria.ge
2466



აღწერა
Victoria Hotel & Spa – ახალი, განსხვავებული სიტყვა კავკასიის სამთო-სათხილამურო კურორტების სასტუმრო ინდუსტრიაში. მსოფლიო დონის ბუტიკ-სასტუმრო, რომლის სავიზიტო ბარათი დახვეწილი სტილი, სრულყოფილი მომსახურება და იდეალური კომფორტია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ, იგრძნოთ უშრეტი ენერგიის მოზღვავება და დატკბეთ დასვენებით. 
 
მცირე კავკასიონის ქედის ფერდობზე შეყუჟული, წარმტაცი პეიზაჟით გარშემორტყმული ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Victoria Hotel & Spa შესანიშნავი ადგილია როგორც რომანტიკული განმარტოების, ისე – ოჯახური დასვენებისთვის.   
 
სიყვარული და ყურადღება ჩვენთან ყველა დეტალში იგრძნობა. სასტუმროს ინტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. აქ თავმოყრილი ოცდაექვსივე ნომრისა და ლუქსის ინდივიდუალური დიზაინი მაქსიმალურად ითვალისწინებს კომფორტისა და სიმყუდროვისთვის აუცილებელ ყოველ წვრილმანს. მიმზიდველ ინტერიერს აგვირგვინებს ბაკურიანის განუმეორებელი პანორამის ფერწერული ფონი, რომელიც დაუვიწყარი ფერებით ამდიდრებს დამსვენებლის შთაბეჭდილებების პალიტრას.
 
სტუმართმოყვარეობით განთქმული ქართველებისთვის სტუმრის მოსვლა დღესასწაულია. სრულიად უცხო ადამიანსაც კი მასპინძელი იპატიჟებს სიტყვებით: „იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში“. ჩვენც ამ ტრადიციით ვეგებებით სასურველ სტუმრებს, რომლებიც ზღურბლის გადმობიჯებისთანავე კეთილგანწყობილ, მეგობრულ და მშვიდ გარემოში ხვდებიან. მოდიან, როგორც სტუმრები და მიდიან, როგორც მეგობრები.
 
მოუთმენლად ველით თქვენს სტუმრობას. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენთან გატარებული არდადეგები წარუშლელ მოგონებად დარჩეს თქვენს მეხსიერებაში.
 
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!


ნომრები
ინფორმაცია არ არის


სასტუმროს სერვისები
ძიძა
კაფე
საბავშო პროგრამები
საკონფ.დარბაზი
ლიფტი
კვება
სათამაშო ოთახი
ჯაკუზი
საბავშო აუზი
ლაუნჯი/ბარი
არამწეველთა ფართი
პარკინგი
რესტორანი
საცალო მაღაზიები
ოთახის სერვისი
საუნა
დაცული სადგომი
სპა მომსახურება
ბიბლიოთეკა
სეიფი
პლასტიკური ბარათით გადახდა
მისაღები ჰოლი
Wi-Fi
საბილიარდე
ტერასა
ანიმატორი ბავშვებისთვის


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.