სასტუმრო ლაერტონ თბილისი 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა. ჩვენი სასტუმროს მიზანს წარმოადგენს, გახდეს ფართოდ აღიარებული ბრენდი, რომელსაც პატივს სცემენ სერვისის უმაღლესი დონისა და ელეგანტური არქიტექტურის გამო. ჩვენი მისიაა, სასტუმროს პერსონალის ძალისხმევამ სტუმართა მოლოდინს გადააჭარბოს, ვიხელმძღვანელოთ სერვისის საერთაშორისო სტანდარტებით და ვიყოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგული. ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს: პატივისცემა, პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, დაკისრებული მოვალეობების სიამოვნებით შესრულება. ჩვენი დევიზია - სიამოვნებით!