სასტუმრო „ბაკურიანის სახლი“ მდებარეობს კურორტ ბაკურიანში, ზღვის დონიდან 1700 მ-ის სიმაღლეზე, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალური გზის პირზე „დიდველის“ და „ტატრა-პომას“ თანამედროვე სამთო-სათხილამურო ტრასების გზაჯვარედინთან.
სასტუმრო 4-სართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია - საკონფერენციო დარბაზი, საუნა, ბილიარდი, ბარი, სათხილამურე აღჭურვილობის შესანახი დაცული საკნები და სასადილო ოთახი 50 ადამიანზე; მე-2 სართული - ჰოლი, ბავშვებისთვის გასართობი ოთახი და 3 ნომერი; მე-3 და მე-4 სართულები - 1 და 2 ოთახიანი ნომრები „კოხტა გორას“ და „დიდველის“ ხედით. ამასთანავე, თქვენ გელით კეთილმოწყობილი ეზო, სამწვადე და პარკინგის ზონა.
სასტუმროს აქვს 24 საათიანი მიმღები. გთავაზობთ 3-ჯერად კვებას (ბავშვებისთვის ინდივიდუალური კვება), ნომრების დალაგება. ასევე, უფასო ყავა, ჩაი დამსვენებლებისთვის, ცხელი წყალი-24 საათი, ცენტრალური გათბობა, ოთახებში ჰაერის ტემპერატურის რეგულირების საშუალებით.
სასტუმრო გთავაზობთ ტრანსფერს აეროპორტიდან (თბილისი, ქუთაისი) და ექსკურსიებს ისტორიულ ადგილებში. <span lcd="\" \""="" span="\" style="\" \\"font-size-disabled:\""="">სასტუმრო „ბაკურიანის სახლი“ ბაკურიანის სარკინიგზო სადგურიდან 2 კმ-ის დაშორებაზეა განთავსებული, ბაკურიანის პარკს 1 კმ აშორებს, 25–იანების სასრიალო ტრასას – 1,2 კმ, დიდველის სასრიალო ტრასა – 2,5 კმ, ხოლო კოხტა გორას სასრიალო ტრასა – 3,5 კმ. ასევე აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ციხისჯვარის ბუნებრივ წყაროებს სულ 9 კმ. აშორებს, მე-11 საუკუნის მონასტერ ტიმოტესუბანს - 19 კმ, ტაბაწყურის ტბას - 26 კმ.
მყუდრო გარემო, ხით მოპირკეთებული ინტერიერი, ბუხარი და სასტუმროს ბიბლიოთეკა, ასევე კეთილგანწყობილი პერსონალი თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.