ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მოგზაურ ბავშვთა კლუბი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

მოგზაურ ბავშვთა კლუბი
კატეგორია: ტურისტული და არასამთავრებო ორგანიზაციები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, ინფორმაცია არ არის
ტელეფონი: (+995) 555 42 66 32
ვებ-გვერდი: http://www.khclub.ge
2166



აღწერა

„მოგზაურ ბავშვთა კლუბის“ მიზანია ბავშვებისათვის ჯანსაღი და ხალისიანი მომავლის შექმნა.
კლუბის წევრები 9 თვის განმავლობაში თვეში ორჯერ იმოგზაურებენ საქართველოში და აიხდენენ ოცნებას - ღამეს გაათევენ კარავში.

კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ 8-დან 16 წლამდე თავგადასავლების მოყვარულ ბავშვებს.
„მოგზაურ ბავშვთა კლუბის“ საშუალებით, თქვენს შვილებს მისცემთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაუმეგობრდნენ უამრავ სხვადასხვა ასაკის ადამიანს, მათთან ერთად გაატარონ დაუვიწყარი დრო ლაშქრობებში და შეიძინონ ფასდაუდებელი გამოცდილება, უნარები, რომლებიც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალში.

ჩვენ უზრუნველვყოფთ კლუბის წევრების უსაფრთხო ტრანსპორტირებას; 3-ჯერად კვებას; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომლის პირობებიც მორგებულია კონკრეტულად მოლაშქრეებზე; სპეციალურად მათთვის მოვამზადებთ შემეცნებით და გასართობ მრავალფეროვან პროგრამას; მათთან ერთად მოვაწყობთ ბანაკს, რომელიც ორი დღის მანძილზე მათი სახლი გახდება.

„მოგზაურ ბავშვთა კლუბის“ სამომავლო პროექტებია:
საზაფხულო ბანაკის შექმნა;
სისტემატიური წევრებისათვის ხანგრძლივი ლაშქრობების დაგეგმვა.

ერთჯერადი ლაშქრობის ღირებულებაა120 ლარი.

ერთთვიანი აბონემენტის ღირებულებაა 200 ლარი. ამ შემთხვევაში, ბავშვი ხდება კლუბის წევრი, რაც ითვალისწინებს უამრავ სასიამოვნო სურპრიზს.

ერთი ოჯახის ორი წევრი ისარგებლებს 10 %-იანი, ხოლო სამი - 15 %-იანი ფასდაკლებით.

კლუბის წევრობისათვის აუცილებელია აპლიკაციის შევსება (https://docs.google.com/forms/d/1Go3lb5jGcDB3AKyCbU3hQYZZCZqSYNA6PX2YWZF4b7c/viewform) და ყოველთვიური აბონემენტის შეძენა.



ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.