სასტუმრო "რიწა” საბავშვო საბაგიროდან 700 მეტრის, სხვა საბაგირო გზებიდან კი 1200 მეტრის დაშორებაზე მდებარეობს. სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე თქვენ უფასო უკაბელო ინტერნეტი, მყუდრო გარემო, სასიამოვნო ინტერიერი და მაღალი კლასის მომსახურება დაგხვდებათ. სასტუმროს რესტორანში თქვენ ქართული კერძების დიდი ნაირსახეობა გელოდებათ, სასტუმროს ოთახის ღირებულებაში სამჯერადი კვებაა გათვალისწინებული. სასტუმროს ასევე გააჩნია ღია ტერასა, რაც სტუმრებისათვის შესანიშნავ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, სასტუმრო „რიწა“-ს მცირეწლივანი დამსვენებლებისათვის კი საბავშვო-გასართობი ტერიტორია ფუნქციონირებს. კურორტ ბაკურიანის რკინიგზის სადგური სასტუმროდან სულ 1.5 კმ-ის დაშორებაზე მდებარეობს.