ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი
კატეგორია: ტურისტული და არასამთავრებო ორგანიზაციები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, 0160 პეკინის გამზირი #34
ტელეფონი: +995 599 512 518
ვებ-გვერდი: http://www.step.ge
2176



აღწერა

ჩვენ შესახებ

მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი არის ორგანიზაცია (ააიპ), რომლის მიზანია შექმნას ცოდნა, გამოცდილება და გარემო ტურიზმის მზოგავი პოლიტიკის განსახორციელებლად.


რატომ მზოგავი?


სიტყვა მზოგავი მიღებული ტერმინია და უფრო ზუსტად და არაორაზროვნად გამოხატავს იმავე ღირებულებებსა და მიმართულებას, რასაც მდგრადი განვითარება.
მსოფლიო წამყვანი ქვეყნები ქმნიან პოლიტიკას, მთელ რიგ მექანიზმებსა და მეთოდებს, რომ ტურიზმის მზარდი ინდუსტრია უფრო მზოგავი და მეგობრული გახადონ ბუნების, კულტურისა და სოციალური ურთიერთობების მიმართ.


ტურიზმის მზოგავობა გამოიხატება იმაში, რომ მისი განვითარებით ნაკლები ზიანი მიადგეს და მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ენდემური ეკოლოგიური მრავალფეროვნება და გარემო, კულტურული თვითმყოფადობა, ასევე ტურიზმის ძალით გავრცელებული გლობალიზაცია ნაკლებად შეეხოს ტრადიციულ სოციალურ ურთიერთობებს. ტურისტული პროდუქტისა თუ ობიექტის შეფასებისას მეტი ყურადღება ექცევა და მეტი ფასი ადევს მის თვითმყოფადობასა და ენდემურობას, ვიდრე მთელ მსოფლიოში გავრცელებულ გლობალურ ტენდენციებს.


ამ მხრივ, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი უნიკალური და თვითმყოფადი თვისება გააჩნია, რითიც შეუძლია თავი მოიწონოს მსოფლიო კულტურათა და ტურისტულ მიმართულებათა ფონზე, თუმცა ამ პოტენციალის გამოზოგვა და გონივრული დაგეგმვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გეოგრაფიული, სოციო-კულტურული და დემოგრაფიული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის არაა მიზანშეწონილი მასობრივი ტურიზმის ქვეყნად ქცევა, თუმცა ალტერნატივის გამონახვას და მიღწევას, ანუ მზოგავად და ამასთანავე მომგებიანად განვითარების დაგეგმვას მნიშვნელოვანი ცოდნა და სპეციალური მიდგომა სჭირდება.
ცენტრში შესაძლებელი იქნება ტურიზმის კონკრეტული პროფესიების შესწავლა და ამასთანავე, ჩვენთან ჩატარდება ანალიტიკური, ტურისტული პოტენცილის კვლევისთვის განკუთვნილი შეხვედრები და კურსები. ამ ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ არსებული რეალობის გათვალისწინებით მომავალი განვითარების გონივრული პერსპექტივის შექმნა.


ჩვენი ცენტრის მთავარი ამოსავალი წერტილია ვასწავლოთ მსმენელებს არა მხოლოდ რა უნდა გაკეთდეს, არამედ როგორ მივაღწიოთ უკეთეს შედეგს. ჩვენი მუშაობის განმასხვავებელი ნიშანია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. თითოეული კურსი თეორიის გარდა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს.


მიმდინარეობს მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმება უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, საკვლევ ცენტრებთან და მზოგავი ტურიზმის დარგის ორგანიზაციებთან. მომავლისთვის იგეგმება წამყვანი სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანა მათი გამოცდილების და მზოგავი ტურიზმის დარგში მიღწეული სიახლეების, მექანიზმებისა და მეთოდების გაცნობა.


ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგიონებში გასვლები და ადგილზე კურსების ჩატარებაა.
ცენტრი ღიაა მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენ დიდი სიხარულით გავეცნობით თქვენს იდეებს და თქვენი საავტორო უფლებები სრულად იქნება დაცული, გავითვალისწინებთ კომპეტენტურ შენიშვნებს და სურვილებს. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

ერთად შევქმნათ გონივრული მომავალი.

 



ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის



08 აპრილი, 2017
ამჯერად არ გამოგრჩეთ! მსურველთა თხოვნით მეორდება გიდების გადამზადების ინტენსიური და...
05 აპრილი, 2017
17-21 აპრილს საქართველოს ეწვევა UNWTO, UNEP, ევროკომისიის ETIS, ევროპარლამენტისა და სხვა გლობალური...
03 აგვისტო, 2016
არც თუ დიდი ხნის წინათ, ა.წ. 14 ივლისს პასიკუდაში (შრი ლანკა) ჩატარდა მსოფლიო ტურისტული...


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.