ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ნუნისი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

ნუნისი
კატეგორია: კურორტებზე დასვენება
რეგიონი: იმერეთი
მისამართი: ნუნისი, ინფორმაცია არ არის
ტელეფონი: (+995 32) 47 52 02; (+995 99)22 55 80; (+995 32) 32 99 32
ვებ-გვერდი: http://www.nunisi.ge
3611



აღწერა

გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი” მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750მ. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.

ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე უნიკალური მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ.  ხოლო ნუნისის წყლის კოსმეტიკურ ეფექტს დაინახავთ სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ. ასევე საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ნუნისის კლიმატს. ნუნისის ჰავა განსაკუთრებით სასარგებლოა ფილტვებისა და ბრონქებისათვის.

კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.

სოფელ მოლითის რკინიგზის სადგურიდან “სამთა ნუნისამდე” 6 კმ-ია. რკინიგზის სადგურ მოლითიდან კურორტამდე ტრანსპორტით მომსახურება შედის საგზურის ღირებულებაში.

თუ საკუთარი ავტომობილით მგზავრობას გადაწყვეტთ, ჩუმათელეთი - მოლითის 22კმ. მონაკვეთის გასავლელად 1,5 საათი დაგჭირდებათ. დაახლოებით იგივე დროს დაიკავებს ძირულა - მოლითის 32კმ. მონაკვეთი დასავლეთიდან მომავალი მგზავრებისთვის.

ხეობას კვეთს და ნუნისის კურორტს გზასთან აკავშირებს საბაგირო.

გზიდან კურორტზე მოხვედრა შესაძლოა ფეხითაც.

მთლიანად კურორტს და სპეციალურ ავტოსადგომს 24 საათის განმავლობაში იცავს დაცვის სამსახური.

ნუნისის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ახალი სასტუმრო "სამთა". სასტუმრო სამსართულიანია და 7 ნომერს მოიცავს. თითოეულ ნომერს აქვს საკუთარი სველი წერტილები.

პირველ სართულზე განთავსებულია სამი ორადგილიანი ნომერი, აქედან ორი კომფორტული 2-ადგილიანი ნომერი და ერთიც პანორამული 1-ოთახიანი ნომერი განსაკუთრებით ლამაზი ხედით.

მეორე სართულზე განთავსებულია ერთი  პანორამული 2-ოთახიანი და ერთი კომფორტული 2-ადგილიანი ნომერი.

მე-3 სართულზე, არის ორი მანსარდული 3-ადგილიანი ნომერი. სულ სასტუმროში - 7 ნომერია.

კურორტზე ასევე განთავსებულია 5 სტანდარტული  ფინური კოტეჯი. თითოეული მათგანი ორსართულიანია და ძირითადად 3-ოთახიანი. ოთახები - 1,5,  2,  2,5    საწოლიანია.

კოტეჯები უზრუნველყოფლია სველი წერტილებით (ხელსაბანი, საშხაპე და საპირფარეშო) როგორც პირველ ასევე მეორე სართულზე.

სულ სტანდარტულ კოტეჯებში - 16 ნომერი.

ტერიტორიაზევე, კვალიფიციური პერსონალის კონსულტაციით და მეთვალყურეობით,  შეგიძლიათ მიიღოთ ნუნისის წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურები - თბილი აბაზანა და შხაპი (37oC), ასევე აუზი და საშხაპე სამკურნალო წყლის ბუნებრივი ტემპერატურით - 27oC .

შესაძლებელია კვალიფიციური მასაჟისტის მოწვევა.

კურორტზე უზრუნველყოფილია სამჯერადი კვება შედური მაგიდის პრინციპით. მენიუ იცვლება ყოველდღე. შეგიძლიათ განახორციელოთ ინდივიდუალური შეკვეთაც. სამზარეულო ძირითადად ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებით მარაგდება.

დამსვენებლების გართობაზე ზრუნავენ ანიმატორები. გასართობი პროგრამა მრავალფეროვანია.

ექსკურსიების ფარგლებში სტუმრები ბერების გამოქვაბულებს (ე.წ. ნოეს კიდობანს), IX-X საუკუნის ეკლესია-მონასტერს და სურვილის შემთხვევაში ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს და ჩანჩქერს მოინახულებენ.

მოგემსახურებათ ბარი, ითამაშებთ ბილიარდს, მაგიდის ჩოგბურთს და გვაქვს სპორტული მოედანი.



ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.