Executive Suite-ის კატეგორიის ნომრები, გახლავთ 80 კვ.მ. ფართის ოთახები. ნომერი შედგება საძინებლისაგან, რომელშიც მოთავსებულია დიდი ორადგილიანი საწოლი, მისაღები/სასადილო ოთახისაგან -დივნითა და სასადილო მაგიდით, მინი სამზარეულოსა და ორი მდიდრული სააბაზანოსგან.
ოთახს ამშვენებს საჭირო ავეჯით გაწყობილი დიდი ტერასა, ულამაზესი ხედებით თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე, როგორიცაა - ნარიყალას ციხესიმაგრე,მეტეხის ეკლესია, მეიდანი, ძველი თბილისის სახლები და ლეგენდარული აბანოები, ასევე მდინარე მტკვრის სანაპირო.
ოთახები აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა დატექნიკით - სამუშაო მაგიდით, ტანსაცმლის კარადით, გასაშლელი დივნით, ყავის მაგიდით, სავარძლით, ასევე - მინი ბარით, ტელევიზორით, საკაბელო არხების ფართო არჩევანით, უფასო უსადენო ინტერნეტით, ჩაისა და ყავის მომზადების საშუალებებით, სეიფით, ორთოპედული მატრასით, ანტი-ალერგიული თეთრეულით, დამატებითი საბნით, სრულად აღჭურვილი აბაზანით და სააბაზანო კომპლექტით.
*ყველა ოთახს გააჩნია ინდივიდუალური კლიმატ-კონტროლის სისტემა.
*ჩვენს ყველა სტუმარს ეძლევა შესაძლებლობა, შეარჩიოს სასურველი ბალიში მისი უკეთესი და კომპორტული ძილისთვის.