ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ექსპო ჯორჯია
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

ექსპო ჯორჯია
კატეგორია: საჭირო ინფორმაცია
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 118, 0119 თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 234 11 00
ვებ-გვერდი: http://www.expogeorgia.ge
3372



აღწერა
“ექსპო ჯორჯია” ერთადერთი საგამოფენო ცენტრია საქართველოში და აგრეთვე ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს.
 
საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს იწყება. ამ დროს ქვეყანამ დროებითი საგამოფენო პავილიონები ააშენა და თბილისის 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოაწყო ინდუსტრიული ნაწარმის გამოფენა. ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და შედეგად თბილისის ცენტრში განთავსდა 11 პავილიონი, სათბური, აუზი და პარკი. საბჭოთა პერიოდში საგამოფენო ცენტრში საბჭოთა მიღწევების ხაზგასასმელად,  ეწყობოდა ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის პერმანენტული გამოფენები.
 
წელიწადში ერთხელ სივრცე ეთმობოდა საერთაშორისო გამოფენებს. 1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზირება და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. ინფრასტრუქტურა განახლდა. “ექსპო ჯორჯია”-ს დაეკისრა მნიშვნელოვანი როლი – ერთის მხრივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში და მეორე მხრივ ქართული ბიზნესებისათვის საერთაშორისო ბაზრების გახსნა.
 
წლების განმავლობაში, ექსპო ჯორჯიას ღონისძიებები გახდა შესანიშნავი ფორუმი გადაწყვეტილების მიმღებთათვის – ახალი პროდუქტის შესაფასებლად,  კონტაქტების დასამყარებლად, მიმწოდებლებთან ურთიერთობების გასაფართოებლად და შესყიდვების განსახორციელებლად. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია “ექსპო ჯორჯია”-ს მიიჩნევს საიმედო პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების საქმეში.


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის



31 ოქტომბერი, 2017
9-12 ნოემბერს, გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია" უმასპინძლებს თბილისის წიგნის ფესტივალს. წიგნის...
29 აპრილი, 2017
წელს პირველად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ შეთავაზებებს,...
28 აპრილი, 2017
გვეწვიეთ 27-29 აპრილს საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე! 3...
27 აპრილი, 2017
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი ტურიზმის მე-19 საერთაშორისო გამოფენას...
26 იანვარი, 2017
მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არის 3 დღიანი ღონისძიება, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 27-29 აპრილს,...


მდებარეობა
wordpress themes


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.